Sunday, 25 November 2018

Saturday, 17 November 2018

                                                                             გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ირმა სტეფნიაშვილი
სწავლების  საფეხური/ კლასი: დაწყებითი, მე-2 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  28
გაკვეთილის თემა:     შეკრება-გამოკლება 100-ის ფარგლებში. ხუთეულები,ათეულები, ოცეულები.
გაკვეთილის მიზანი:    მოსწავლე შეძლებს კიდევ ერთხელ გაათვითცნობიეროს შეკრების წესები და ტერმინები (მიმატება, გამოკლება, ჯამი, სხვაობა,გავადიდოთ,შევამციროთ). შეძლებს დაასახელოს რამდენი ერთეული,  ხუთეული, ათეული და ოცეულია რიცხვებში.

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხები
როგორ ხასიათზე ვართ? როგორი გაკვეთილი გვინდა?
განვლილი მასალის ფრონტალური გამოკითხვა.თვლა-უკუთვლა,მათემატიკური ცნებები მეტია,ნაკლებია,მიმატება,გამოკლება.
დავითვალოთ 5-ობით,10-ობით.
რომელია უდიდესი ორნიშნა რიცხვი?უმცირესი?

ფრონტალური გამოკითხვა,
გონებრივი იერიში
მთელი კლასი,  ინ დივიდუალური.


(5)
2
საშინაო დავალების შემოწმება. კითხულობენ მოსწავლეები რიგ-რიგობით,დანარჩენები შუქნიშნების გამოყენებით აღნიშნავენ სწორია თუ არა პასუხი.
დავალები წაკითხვა,
ზეპირი გამოკითხვა
ინდივიდუალური,
მთელი კლასი
რვეული
შუქნიშნები

(8)
3
დავასახელოთ 45-ის წინა და მომდევნო რიცხვი. რამდენი ათეული და რამდენი ერთეულია 45-ში.  რამდენი ოცეული და რამდენი ერთეულია.
რა რიცხვს ვღებულობთ 1-ის მიმატებით,1-ის გამოკლებით.
რამდენით მეტია მომდევნო რიცხვი წინაზე? რამდენით ნაკლებია წინა რიცხვი მომდევნოზე?
რისი ტოლია 30+20, 35-7, 100-9.

დაფაზე გაკრული მაქვს პლაკატი ათეულებით. ვეკითხები ერთი სვეტი რამდენი ათეულია? მაშინ მოცემული გროვები რა რიცხვებია? რომელია მეტი?ჩაწერს ბავშვიშესაბამის უტოლობის ნიშანს. წერს შესაბამის უტოლობას რიცხვებით.

ვეკითხები კლასს ორნიშნა რიცხვებში რომელია მეტი? როგორ გავიგოთ?
დავასახელოთ 45-ის წინა და მომდევნო რიცხვი. რამდენი ათეული და რამდენი ერთეულია 45-ში.  რამდენი ოცეული და რამდენი ერთეულია.
რა რიცხვს ვღებულობთ 1-ის მიმატებით,1-ის გამოკლებით.
ფრონტალური
კითხვები
დაფასთან მუშა
ობა,
ინდივიდუალური
დაფა,
ცარცი,
ასი რიცხვის
პლაკატი
(10)
4
შემდეგ ტარდება ჯგუფური სამუშაო. კლასი დაყოფილი არის 5 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა სხვადასხვა დავალება:
მაგ;  მოცემულია გამოსახულება,რომელიც ბავშვებმა უნდა ჩაწერონ მაგალითის სახით

5 ოცეულს გამოვაკლოთ  1 ათეული და 9 ერთეული.

ან, მოცემულია მაგალითი 34+16, ბავშვებმა უნდა გამოსახონ ათეულების, კუბიკების სახით.
ჯგუფური მუშაობის დამთავრების შემდეგ, თითოეული ჯგუფის პრეზენტატორი აკეთებს პრეზენტაციას.მოსწავლეების მიერ კეთდება თითოეული ჯგუფის განმავითარებელი შეფასება.

მუშაობა
ჯგუფში,
პრეზენტაცია
ჯგუფური,
კალმები,
ფურცლები
დავალებებით.კუბიკები

(15)
5
მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას, რომ თუ კარგად ვიცით რიცხვის დაშლა ხუთეულებად, ათეულებად და ოცეულებად, შეკრება-გამოკლება 100 ფარგლებში.
აკეთებენ დასკვნას გაუადვილდებათ,თუ არა მათ ამის შემდეგ
შეკრება-გამოკლება და რატომ?
  ვაჯამებთ, მოეწონათ თუ არა გაკვეთილი, რა გაიგეს ახალი?



კითხვების დასმა,
დაკვირვება,
დასკვნის გამოტანა
მთელი კლასი


(3)

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრივი რიცხვითი სახელების გამოყენება.
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
მათ. I.5. მოსწავლეს შეუძლია განავრცოს, წარმოადგინოს და ერთმანეთს შეადაროს საგნების პერიოდული განლაგებები (მიმდევრობები).